პროგრამის სახელწოდება:
ფსიქოლოგია
პროგრამის ავტორები:
პროფესორი თამარ გაგოშიძე
პროფესორი იამზე კუტალაძე
კოორდინატორი ასოც. პროფესორი ხათუნა მარწყვიშვილი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
ფსიქოლოგიის დოქტორი
სწავლების ენა:
ქართული ენა
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის „ფსიქოლოგია“ მიზანია:
მაღალკვალიფიციური პროფესიონალის მომზადება, რომელსაც შეუძლია ახალი სამეცნიერო ცოდნის გენერირება, მულტიდისციპლინური და ინტერდისციპლინური მიდგომების გამოყენებით და ეთიკურ პრინციპებზე დაფუძნებით.
შესაბამისი კომპეტენიების მქონე მაღალკვალიფიციური მკვლევრის მომზადება, რომელსაც შესწევს უნარი ჩაატაროს ფსიქოლოგიის სფეროში კვალიფიციური კვლევა, ახალი სამეცნიერო იდეებისა და პრაქტიკული ინოვაციების შემუშავება, სამეცნიერო და პრაქტიკული ღირებულების მქონე ნაშრომის შექმნა;
ფსიქოლოგიის დარგში აკადემიური სფეროს და დასაქმების ბაზრისათვის სამეცნიერო ცოდნითა და პედაგოგიური უნარებით აღჭურვილი კადრების მომზადება, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქართველოში ფსიქოლოგიის დარგის განვითარებას და სამეცნიერო სიახლეების დანერგვას სასწავლო პროცესში.
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე „ფსიქოლოგია“ სწავლის უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს:
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ფსიქოლოგიის რომელიმე დარგში/ქვედარგში;
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს სოციალურ მეცნიერებებში;
დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს უცხოეთის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
სადოქტორო პროგრამაზე მიღების წინაპირობები:
დოქტორანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს უნივერსიტეტის რექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია;
დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა (ცოდნის დამადასტურებული სერთიფიკატის წარმოდგენა, რომელიც აღიარებული უნდა იყოს თსუ-ის ენების შემსწავლელი ცენტრის მიერ ან თსუ-ს მიერ ორგანიზებული წერილობითი გამოცდის ჩაბარება ინგლისურ ენაში);
დოქტორანტობის კანდიდატი, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული, წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის B2 დონის დამადასტურებელ სერთიფიკატს ან ჩააბარებს თსუ–ს მიერ ორგანიზებულ წერილობით გამოცდას ქართულ ენაში.
დოქტორანტობის კანდიდატს აქვს პოტენციური ხელმძღვანელის რეკომენდაცია/თანხმობა;
დოქტორანტობის კანდიდატს შემუშავებული აქვს კვლევითი თეზისი, რომელსაც წარადგენს სადოქტორო პროგრამაზე მიმღებ კომისიასთან;
დოქტორანტობის კანდიდატი წარსდგება გასაუბრებაზე სადოქტორო პროგრამაზე მიმღებ კომისიასთან .
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე „ფსიქოლოგია“ მობილობის წესით ჩარიცხვა ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით (იხ. დანართი 1).
დოქტორანტურაში მიღება ცხადდება შემოდგომის და/ან გაზაფხულის სემესტრებში.
ფსიქოლოგიის დოქტორი:
კრიტიკულად აფასებს და შემოქმედებითად განიხილავს თანამედროვე ფსიქოლოგიის გამოწვევებსა და გადაჭრის გზებს;
უახლეს მიღწევებზე დამყარებული სისტემური ცოდნის საფუძველზე, კრიტიკულად განიხილავს ფსიქოლოგიის სფეროს კონკრეტულ დარგში არსებულ გამოწვევებს, თეორიულ მოდელებსა და კვლევით მონაცემებს;
კრიტიკულად მსჯელობს ახალ/თანამედროვე კვლევით და ანალიტიკურ მეთოდებსა და მიდგომებზე;
კრიტიკულად განიხილავს ფსიქოლოგიის დარგის სწავლების თანამედროვე მეთოდებს.
დამოუკიდებლად შეიმუშავებს ფსიქოლოგიის კონკრეტულ დარგში აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით, ინოვაციური კვლევის დიზაინს, შეარჩევს საკვლევი სფეროსთვის ადექვატურ კვლევით სტრატეგიებსა და მეთოდებს, კომპლექსურად აანალიზებს და იყენებს მიღებული შედეგებს, რომელთა საფუძველზეც ახდენს ახალი ცოდნის გენერირებას;
შეარჩევს და ამზადებს ფსიქოლოგიის დარგში სასწავლო კურსებს და დამოუკიდებლად წარმართავს სასწავლო პროცესს;
მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე გამართულ დისკუსიებში როგორც კოლეგების, ასევე, ფართო საზოგადოების წინაშე.
პასუხისმგებლობას იღებს მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლასა და პროფესიულ განვითარებაზე, სხვათა პროფესიული განვითარების მხარდაჭერაზე;
ხელმძღვანელობს და წარმართავს განვითარებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს, უახლეს მიღწევებზე დამყარებულ კვლევით პროექტებს;
ეფექტურად თანამშრომლობს და წარმართავს პროფესიულ კომუნიკაციას კოლეგებთან და დარგით დაინტერესებულ სხვა პირებთან ეთიკური ნორმების დაცვით; ახდენს პლაგიატის თვითმონიტორინგს და იცავს კვლევის ეთიკურ სტრანდარტებს.
სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამედიცინო და სარეაბილიტაციო დაწესებულებები, სახელმწიფო ან კერძო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები